ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებული მექანიზმი ანტიკონსტიტუციური და სამართლებრივი ნონსენსია

"ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, კანონპროექტი, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება წლის ბოლომდე უხანგრძლივდება, ანტიკონსტიტუციური და "სამართლებრივი ნონსენსია."

როგორც მან ჯანდაცვის კომიტეტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ პროცესის პარალელურად, ხელისუფლებას არ სურს მოქალაქეები უზრუნველყოს იმ აუცილებელი სახსრებით, რაც მათ კრიზისში სჭირდებათ.

"ქართული ოცნების" მთავრობას უნდა ისე შეზღუდოს ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური, სამართლებრივი, სამოქალაქო უფლებები, რომ პარლამენტშიც არ მოვიდეს და არ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და კრიტერიუმები, თუ რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლა, ანტიკონსტიტუციური და რაც ყველაზე მთავარია, მათ არ უნდათ მოქალაქეებისთვის გაიმეტონ ის აუცილებელი სახსრები, რაც დღევანდელ კრიზისში მოქალაქეებს სჭირდებათ. მათ უნდათ პარლამენტის გვერდის ავლით აკეთონ ის, რაც ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" მოესურვება," - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.

კანონპროექტს დღეს ჯერ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს, ხოლო შემდეგ პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო