მაიკ პომპეო - მსოფლიო არ მისცემს პეკინს უფლებას, სამხრეთ ჩინეთის ზღვას, როგორც საკუთარ საზღვაო იმპერიას, ისე მოეპყროს

მსოფლიო არ მისცემს პეკინს უფლებას, სამხრეთ ჩინეთის ზღვას, როგორც საკუთარ საზღვაო იმპერიას, ისე მოეპყროს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

მისივე თქმით, სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები უკანონოა.

”ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ: პეკინის პრეტენზია სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტესი ნაწილის ოფშორულ რესურსებთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოა. მსოფლიო არ მისცემს პეკინს უფლებას, სამხრეთ ჩინეთის ზღვას, როგორც საკუთარ საზღვაო იმპერიას, ისე მოეპყროს,“- ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის განცხადებას აშშ-ში ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა და მას "სრულიად გაუმართლებელი" უწოდა.

”სტაბილურობის შენარჩუნების საბაბით, აშშ კუნთებს ათამაშებს, დაძაბულობას აღვივებს და რეგიონში დაპირისპირების სტიმულირებას ახდენს,” - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ჩინეთი ამტკიცებს, რომ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიის აკვატორიის უმეტესი ნაწილი მას ეკუთვნის, თუმცა, აღნიშნულ ტერიტორიაზე პრეტენზიას ასევე აცხადებენ ვიეტნამი, ტაივანი, მალაიზია, ფილიპინები და ბრუნეი.

იხილეთ ვიდეო:მაიკ პომპეო - მსოფლიო არ მისცემს პეკინს უფლებას, სამხრეთ ჩინეთის ზღვას, როგორც საკუთარ საზღვაო იმპერიას, ისე მოეპყროს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო