დიმიტრი ხუნდაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - საოკუპაციო ზოლთან გამწვავებული ვითარება თქვენი დამსახურებაა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძესა და „ევროპული საქართველოს“ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს შორის მცირე შეკამათება მოხდა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ სხდომაზე აღნიშნა, გამწვავებული ვითარება საოკუპაციო ზოლთან წინა ხელისუფლების დამსახურებაა.

„რაც შეგვახსენეთ საოკუპაციო ზოლთან მომხდარი ფაქტი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ ეპიდვითარებასთან ამას საერთო არ აქვს, თუმცა, საერთო აქვს თქვენს საქმიანობასთან. გამწვავებული ვითარება საოკუპაციო ზოლთან არის სწორედ თქვენი დამსახურება, მაგრამ მე არ მიყვარს ამაზე საუბარი“, -განაცხადა ხუნდაძემ, რასაც ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა:

„ანუ იქამდე მივედით ბატონო დიმიტრი, რომ ომი საქართველომ დაიწყო? ომი საქართველომ დაიწყო ეს თქვით ახლა თქვენ. ეს ისეთი საკითხია, რომლის გატარება არ შეიძლება. თქვენ ახლა თქვით, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელიც მაშინ მართავდა ქვეყანას. თუ ჩვენი ბრალია, მაშინ ომი საქართველომ დაიწყო, ეს არის თქვენი ლოგიკა, რომლითაც 8 წელია აზიანებთ ქვეყანას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

„ეს იყო თქვენი შეცდომა. შედეგით იზომება ყველაფერი. თქვენ პროვოკაციებს აყევით და ის შედეგია დამდგარი -20% ოკუპირებული ტერიტორია. ეს არის ფაქტი“, -მიმართა ხუნდაძემ ჭიაბერაშვილს.

„თქვენ ახლა გაიმეორეთ ის, რასაც რუსული პროპაგანდა ამბობს ამდენი ხანია“, - უპასუხა ჭიაბერაშვილმა ხუნდაძეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს