ანტონიო გუტერეში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების გამო შეშფოთებულია და მხარეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ბრძოლა

გაეროს გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე ორმხრივი სროლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული მოქმედებებისკენ მოუწოდებს.

„გენერალური მდივანი მხარეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ბრძოლა, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით და თავი შეიკავონ პროვოკაციული რიტორიკისგან,“- აღნიშნულია ანტონიო გუტერეშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაეროს გენერალური მდივანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებასაც ეხმიანება და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო, რასაც 3 აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა