საფრანგეთის ელჩი - საქართველოს დემოკრატიულმა სისტემამ თავი იჩინა პანდემიის დროს, როდესაც ნათლად გამოჩნდა გაერთიანებისა და ერთმანეთის მოსმენის რესურსი

საქართველოს დემოკრატიულმა სისტემამ თავი იჩინა პანდემიის დროს, როდესაც ნათლად გამოჩნდა გაერთიანებისა და ერთმანეთის მოსმენის რესურსი, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებისთვის გარკვეული ვნებათაღელვა იქნება, რადგან ეს არჩევნების თანხმლები პროცესია, თუმცა ელჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეს 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში მოექცეს.

„ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად განხორციელდეს. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, თუმცა მისი შესრულების პროცესი უნდა გაგრძელდეს ყველა მხარის მიერ. ვიმედოვნებ, რომ კონსტრუქციული კრიტიკა, ერთიანობა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება არჩევნების პერიოდისთვის. გარკვეული ვნებათაღელვა იქნება არჩევნებისთვის. ეს ყოველთვის არის, მაგრამ ეს უნდა ჩაჯდეს იმ ფარგლებში, რომელიც 8 მარტის ხელშეკრულების შედეგად შეთანხმდა მხარეებს შორის,“- განაცხადა დიეგო კოლასმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს დემოკრატიულ გარემოში ცხოვრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან პრესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ზეწოლის შედეგად დემოკრატიული ხელისუფლება თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებდა.

„14 ივლისი არის ის დღე, როდესაც დემოკრატიულ ღირებულებებს, სოლიდარობის ღირებულებას პატივი უნდა მივაგოთ. ვფიქრობ, ზოგადად კოვიდ 19-ის კრიზისის დროს, დემოკრატიულ გარემოში ცხოვრება ბონუსად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან დემოკრატიული ხელისუფლებები პრესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ზეწოლის ქვეშ არიან, რათა იყვნენ საუკეთესოები. სწორედ აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ გააკეთონ მაქსიმალური, ვიდრე ამას აკეთებენ არადემოკრატიული ხელისუფლებები. ამავდროულად, ისინი არიან მეტად გამჭირვალენი, ამბობენ სიმართლეს და იქიდან გამომდინარე, რომ ამბობენ სიმართლეს, მათ საკუთარი მოსახლეობა მეტად უსმენს. ზოგადად, საქართველო დემოკრატიულობის გზაზე ძალიან დაწინაურებულია და ვფიქრობ, ეს დამთხვევა არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ 8 მარტის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ახდენს დემოკრატიული ღირებულებებისა და თამაშის წესების კონსოლიდაციას მომავალი არჩევნებისთვის და ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მისი განხორციელების პროცესს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია და ჩვენ ვიქნებით ძალიან ყურადღებით, რომ საქართველომ გააგრძოლოს წარმატების გზაზე სიარული,“ - განაცხადა დიეგო კოლას.

იხილეთ ვიდეო:საფრანგეთის ელჩის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიულმა სისტემამ პანდემიის დროს თავი იჩინა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა