ლევან კობერიძე - 2020 წლის ბოლომდე ანტიკონსტიტუციურობის ვადის გაგრძელებას აპირებენ, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

პარლამენტის მიერ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.

"ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ის იმ დათქმით არის მიღებული, რომ იმოქმედოს 15 ივლისამდე. ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს იყო ამ კანონამდე შესაძლებელი. ამიტომ ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია და ახლა ამ ანტიკონსტიტუციურობის ვადის გაგრძელებას აპირებენ 2020 წლის ბოლომდე. დღეს სავარაუდოდ "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს. თუ ასე მოხდა, აუცილებლად დავიწყებთ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პროცესს,"- განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს