ლადო კახაძე - საქართველოს იმდროინდელ ხელისუფალს, მოსახლეობის უმრავლესობა ბრალს დებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ 7 აგვისტოს ომის დაწყებას ჩვენ ვგებულობთ 9-ში

რუსებს გამოადგებით ჰააგაში ძალიან, თქვენს განცხადებას რუსები ჰააგაში კარგად გამოიყენებენ, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ლადო კახაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის მიერ 7 აგვისტოს დაწყებული ომი, მაშინდელმა ხელისუფლებამ 9 აგვისტომდე არ თქვა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, გავრილოვიც, რუსებით და უმრავლესობაც მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს ომის დაწყებაში.

„მე ვის გამოვადგები და მე ჩემს მომავალს გამოვადგები. რუსეთს მაშინაც მხარდამჭერი აქ ჰყავდა და დღესაც ვირუსს მარდამჭერი აქ ჰყავს. არასდროს არავის არ უთქამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. საქართველოს ომი არსად არ დაუწყია, ისტორიულად სულ თავდაცვის რეჟიმში იყო. მაგრამ საქართველოს იმდროინდელ ხელისუფალს, მე პირადად და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ბრალს დებს, რომ კი ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ 7 აგვისტოს რუსეთის მიერ ომის დაწყებას ჩვენ ვგებულობთ 9-ში. 9-მდე ქვეყნის ხელისუფალი არ ამბობს, რომ რუსეთთან ომში ვართ. რაც შეეხება „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონს, აქ დღეს დაახლოებით 100- ჯერ მაინც გამეორდა ამ კანონის ირგვლივ სიტყვა „არაკონსტიტუციური კანონი“, ერთი სიტყვით გავაბათილებ, ეს არის პრევენციული კანონი,“ - განაცხადა კახაძემ.

ცნობისთვის, კანონში, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების უფლებას აძლევს, უმრავლეობის ინიციატივით, მოქმედების ვადა 15 ივლისიდან წლის ბოლომდე უნდა გაუხანგრძლივდეს. კანონპროექტს დღეს პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს