ლევან ბოძაშვილი - „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ ცვლილებები კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ ცვლიებები კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

„ბევრ ადამიანს არ ან ვერ გაუგია კარგად, რომ კანონი საუბრობს აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებებზე ისე, რომ არ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. ეს არის სწორი მიდგომა და ამის განხორცილებას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული კონსტიტუციური ზომის მიღება, რადგან უნდა განვასხვავოთ საგანგებო სიტუაცია და საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის გარეშეც კი, საქართველოს კონსტიტუცია იძლევა საშუალებას შეიზღუდოს გადაადგილების უფლება ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, კანონის საფუძველზე. სწორედ ამას ახდენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცვლილებების 45 გარდამავალი მუხლი. სხვა ყველა შემთხვევაში მთავრობას მოუწევდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რაც გახდებოდა არჩევნების გადადების საფუძველი, ეს კი ბუნებრივია, არ იქნებოდა მართებული“, - აცხადებს ბოძაშვილი.

მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა არსებობს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკასა და გერმანიაში, როდესაც მთავრობას არ უწევს მაქსიმალური შემზღუდველი მდგომარეობის შემოღება, თუმცა შეუძლია ლოკალური შეზღუდვების დაწესება გადაადგილებაზე, კარანტინის შემოღებასა და სხვა.

„ეს არის აპრობირებული პრაქტიკა და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ამას მთავრობა აპრიორი ბოროტად გამოიყენებს, ეს პოლიტიკური საკითხია და როგორც ამბობენ, ყველა განსჯის საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე“, - აღნიშნავს ბოძაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო