არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს - თქვენი დარღვეული კანონების საფასურს დღემდე იხდიან საქართველოს მოქალაქეები!

თქვენი დარღვეული კანონების საფასურს დღემდე იხდიან საქართველოს მოქალაქეები, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, უმჯობესი იქნება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფული შეაგროვონ, რათა დარღვევებისთვის სახელმწიფოს გადასახდელი გადაიხადონ.

„ბოლო თვის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლომ მილიონობით ჯარიმა დააკისრა სახელმწიფოს და როგორ გველაპარაკებით, რომ კანონებს არ ვასრულებთ? სანამ ჩვენ დაგეხმარებით, სჯობს, პარტიაში შეაგროვოთ ფული და გადაიხადოთ ის დარღვევები, რაც სახელმწიფოს გადასახდელია“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მანამდე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი კანონებს არ ასრულებს.

„თქვენ არ განაცხადეთ კანონის მიღებიდან მეორე დღეს, მოდით, პარტიებმა მემორანდუმი გავაფორმოთ და 25-მეტრიან რადიუსში არცერთი პარტია არ იყოს საარჩევნო უბანთანო? თქვენ არ იყავით, რომ ეს ინიციატივა კანონში არ შეიტანეთ? ახლა გთავაზობთ ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღების დროს ესეც შევიტანოთ კანონში. მემორანდუმს შეასრულებთ, როდესაც კანონებს არ ასრულებთ? მემორანდუმს ვენდოთ, ამ ფარატინა ქაღალდს, როდესაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე არღვევთ შეთანხმებას?“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო