ეკა ბესელიას ინიცირებულ კანონპროექტს ბიუროს სხდომაზე შეკამათება მოჰყვა

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას ინიცირებულ კანონპროექტზე „საარჩევნო კოდექსში ცლვილებების შეტანის თაობაზე“ საუბარს, რომლის განხილვასაც ის რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით ითხოვს, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მხარს უჭერს ეკა ბესელიას კანონპროექტს და მის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

როგორც კაპანაძე ამბობს, გაუგებარია „ქართული ოცნების“ პოზიცია, თუ რატომ სურს, რომ გადადოს კანონპროექტის განხილვა მომდევნო სესიისთვის.

კაპანაძეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ გუნდმა, რომელმაც მხარი არც საკონსტიტუციო ცვლილებს და არც საარჩევნო ცვლილებებს არ დაუჭირა, ნიშნის მოგებით საუბარი, რომ „ქართული ოცნება“ როგორც წესი, კანონპროექტებს აგდებს, სასაცილოა.

„ბატონო სერგი, რაღაც ახალი სტილი გაქვთ, კითხვებსაც თქვენ რომ სვამთ და ჩემს პასუხაც თქვენ რომ ამბობთ. საკითხი რეალურად არის ასე - თქვენ რომ საუბრობთ, რომ საარჩევნო კანონდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, როგორც წესი, ჩააგდებთო, თვითონ ეს არის ძალიან სასაცილო ამბავი. თან ამას სერიოზული სახით რომ გველაპარაკებით. თქვენ ამას როგორ გვეუბნებით, როცა თქვენ ხართ იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა და საარჩევნო კოდექსის კენჭისყრაზე საერთოდ არ შემოვიდა. დღეს აქ ბიუროზე მოდიხართ და ნიშნის მოგებით მე მელაპარაკებით, რომ ჩვენ, როგორც წესი, ვაგდებთ კანონპროექტს?! თქვენ ხალხს ეუბნებოდით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებიო და ქვეყნის დემოკრატია ამაზეა დამოკიდებულიო, შემდეგ ეუბნებოდით, რომ უკაცრავად კენჭისყრაზე ვერ შევალთ და მხარს არ ვუჭერთო. ამის მერე, როცა აქეთ გველაპარაკებით ამ საკითხზე, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა ადამიანებისთვის. ეკა ბესელიას ინიციატივის დაჩქარებულად განხილვაზე მე გუშინ გითხარით, რა ლოგიკასაც ავითარებთ ახლა ქალბატონ ეკას ინიციატივაზე, ის ლოგიკა არის დანარჩენ ინიციატივებზე. დაჩქარებული წესით რაც შემოდის, ეს არის შეთანხების შედეგად ინიცირებული პროექტები. არ გეგონოთ, რომ რამე ისეთს დავუჭირეთ მხარი დაჩქარებული წესით განსახილველად, რომელიც არ იყო მხარეებს შორის შეთანხმებული. საარჩევნო ცვლილებებზე რომ გვეუბნებით, რომ როგორც წესი, აგდებთ ხოლმეო, მინიმუმ ამის თქმის მორალური უფლება დღვანდელ ბიუროზე არ გაქვთ. ერთი კვირის წინ რომ მხარი არ დაუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებას და 4 დღის წინ მხარი რომ არ დაუჭირეთ საარჩევნო კოდექსში შეთანხმებულ ცვლილებებს, რომელზეც გამოდიოდით ხმამაღალი განცხადებებით და ამბობდით რომ ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიას, არ უნდა გვეუბნებოდიეთ ამას როგორც წესი აგდებთ ხოლმეო,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც მან განმარტა, ეკა ბესელიას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პრობლემა არ არსებობს.

„აქ საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ეს თემა იყო განხილული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მთელი ერთი წლის განმავლობაში, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად აცდენდით. იქ ამაზე შეთანხმება ვერ მოხდა და გამოვიტანეთ ის ცვლილებები, რომელზეც იყო შეთანხმება. ახლა თქვენ გამოდიხართ უფრო ხმამაღალი წინადადებით, ვიდრე ეკა ბესელია და ამბობთ, რომ ახლა ამის განხილვა აბსოლუტურად აუცილებელია, იმიტომ რომ ეს სექტემბერში ვერ მოესწრება. აქ არ არის საუბარი დაჩქარებულობასთან დაკავშირებით, აქ საუბარია შინაარსზე,“- განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო:ეკა ბესელიას ინიცირებულ კანონპროექტს ბიუროს სხდომაზე შეკამათება მოჰყვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო