მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს - თქვენი მოტივაციაა, რომ ვიღაცებმა ირბინონ, ქაოსი მოაწყონ

მემორანდუმი არის ყველას პასუხისმგებლობა და ამის აღება არ გინდათ, მერე ვიღაც მობილური ტელეფონით გადაიღებს, რომ შევარდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივის წარმომადგენლები და იქ რაღაცები აკეთეს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის მოთხოვნას.

როგორც მდინარაძემ განმარტა, კოდექსში ვერ ჩაიწერება, რომ 25-მეტრის რადიუსში საარჩევნო უბნებთან არავინ იგდეს, თუმცა, ამის დარეგულირება მემორანდუმით შეიძლება, რაზეც ოპოზიცია არ თანხმდება, რადგან მათი მოტივაცია „ქაოსის მოწყობაა“.

„საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მე ხმას ვაძლევ, 10 მეტრში არის გაჩერება და თქვენ ითხოვთ არავინ არ იდგესო და ჩვენ გეუბნებით, ამას კანონში ვერ ჩავწერთ, მაგრამ მემორანდუმი გავაფორმოთ, ყველა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა თავისი პარტიული აქტივი არ შევიდეს ამ რადიუსში. მემორანდუმი არის ყველას პასუხისმგებლობა და ამის აღება არ გინდათ, მერე ვიღაც მობილური ტელეფონით გადაიღებს, რომ შევარდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივის წარმომადგენლები და იქ რაღაცები აკეთეს. ეს არ გინდათ. ჩვენი მოტივაცია გითხარით რა არის. თქვენი მოტივაციაა, რომ ვიღაცებმა ირბინონ, რაღაც არიონ, ქაოსი მოაწყონ. არ გინდათ და ხელს არ აწერთ. ატყუებთ ხალხს, ეს ხალხი არ ტყუვდება და რამდენჯერ უნდა სცადოთ?“ - მიმართა მდინარაძემ რომან გოცირიძეს.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე უმრავლესობას მოუწოდებს დაჩქარებული წესით განიხილონ დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივა, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, ამავე ცვლილებებში შეიძლება ჩაიწეროს ის საკითხი, რის დარეგულირებასაც უმრავლესობა მემორანდუმით ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა