პროკურორის განცხადებით, მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ლუკა სირაძეზე ჩვენების მიცემის იძულებას ჰქონდა ადგილი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის ლევან ქუთათელაძის განცხადებით, სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ პოლიციის განყოფილებაში მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ლუკა სირაძეზე ჩვენების მიცემის იძულებას ჰქონდა ადგილი. როგორც პროკურორმა განმარტა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 3 ნეიტრალური მოწმე დაიკითხა.

"დღეს და ასევე წინა სხდომებზე სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ცალსახად იკვეთება, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2019 წლის 10 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე ჩვენების იძულებას. ამ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჩოლოიანმა ნამდვილად მოახდინა ფსიქოლოგოური ზემოქმედება არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე, მოწმეები ცალსახად ადასტურებენ. დღეს დაკითხული მოწმეები სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირები არიან, რომლებიც შემხებლობაში არ არიან "მწვანე სკოლის" მოხატვის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ქუთათელაძემ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 16 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

იხილეთ ვიდეო:პროკურორის განცხადებით, მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ჩოლოიანის მხრიდან ჩვენების მიცემის იძულებას ჰქონდა ადგილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა