გიორგი გახარიამ საფრანგეთის ელჩს საქართველოში ეროვნული დღესასწაული მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკას და აღინიშნა, რომ საფრანგეთი და საქართველო ერთმანეთისთვის სანდო და საიმედო პარტნიორებს წარმოადგენენ.

როგორც საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთი უმაღლეს შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საჯარო სექტორის მოქმედებებს პანდემიის პირობებში, რამაც ნათლად აჩვენა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა COVID-19-თან ბრძოლაში.

ფრანგმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება, რისი დადასტურებაც არის, მათ შორის, ფინანსური დახმარება, 190 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც საფრანგეთის განვითარების ფონდმა საქართველოსთვის გამოყო.

პრემიერმა და საფრანგეთის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობა. გიორგი გახარიამ და დიეგო კოლასმა ისაუბრეს ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის ხელშეწყობაზე, რაც საქართველოში საფრანგეთის ავიაკომპანია „AirFrance“-ს ფრენების აღდგენას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო