ეკა ბესელია - თუ ევროპარლამენტარები 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუას არ გულისხმობენ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განმარტოს, რა ასპექტი დარჩა შეუსრულებელი

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, თუკი ევროპარლამენტარები 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაში გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას არ გულისხმობენ, „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა განმარტოს, მაშინ შეთანხმების რა ასპექტი დარჩა შეუსრულებელი.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული ანგარიში ძალიან მძიმე შეფასებაა საქართველოსთვის.

„მაშინ რა არის 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებელი ნაწილი? ამ კითხვას უნდა უპასუხოს „ქართულმა ოცნებამ“. რატომ წერს ევროპარლამენტი თავის ტექსტში, რომ ბოლომდე არ არის შესრულებული 8 მარტის შეთანხმება. რა არ შეასრულეს? იქნებ, მმართველმა პარტიამ ეს მრავალგანტოლებიანი ამოცანა ამოგვახსნევინოს. ვისაც კითხვები უჩნდებოდა, იყო თუ არა 8 მარტის შეთანხმება შესრულებული, დარწმუნდება, რომ როდესაც ევროპარლამენტის ტექსტშიც ასეთი ჩანაწერი ჩნდება, რომ პირობები შესრულებული არ არის, რომ ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით გაუარესებაა, რომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში უკან დახევის პრაქტიკა გვაქვს, დარწმუნდება, რომ ეს კითხვის ნიშნები ინდივიდუალურ დონეზე კი არ უჩნდება ერთ კონგრესმენს ან ერთ სენატორს, არამედ ევროპარლამენტის საერთო დოკუმენტში ჩნდება ეს. საქართველოსთვის, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ ის ევროპული ოჯახის ნაწილი უნდა იყოს, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეს ძალიან მძიმე, კრიტიკული შეფასებაა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს, რომელსაც კარგი დინამიკა ჰქონდა, ასე საუარესოდ შემოატრიალა მმართველმა პარტიამ,“ - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისათვის, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა პირველი კენჭისყრით მიიღო, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მაღალ შეფასებას აძლევს პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ხელმოწერის ფაქტს და მხარეებს შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების ფაქტს და მას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა