აზერბაიჯანული მედია - სომხეთის მხარის მიერ საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტავუშის ოლქის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო APA ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „მტრის პროვიკაციის მსხვერპლი“ 1944 წელს დაბადებული მამაკაცი გახდა, რომელიც სოფელ აგდამის მკვიდრი იყო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სადამსჯელო ზომების“ ფარგლებში განადგურებულია მტრის სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა და ობიექტები. მოგვიანებით სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც, სამინისტროს მტკიცებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანული სამხედრო ბაზების განადგურებაა ასახული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა