ხათუნა გოგორიშვილი უმრავლესობას - თავი დაანებეთ დემაგოგიას!

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ. ოპოზიციონერი დეპუტატები კანონპროექტის მომხსენებლისგან, დიმიტრი ხუნდაძისგან, განმარტებებს ითხოვენ, რა საჭიროებებით არის განპირობებული, რომ მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების ვადა გაუხანგრძლივდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ამის მიზეზად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოყვანა დემაგოგიაა.

„ბატონო დიმიტრი, თქვენ ბრძანეთ, რომ აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით და ის, ვინც ამ პროექტს მხარს არ დაუჭერს, ის არ ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზეო. ეს თქვენთვის ჩვეული დემაგოგიაა იმიტომ, რომ როდესაც რეალური საფრთხე და საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა იყო, ალბათ გაქვთ მეხსიერება და გახსოვთ, რომ ამას მხარი დაუჭირა ოპოზიციამ. ასე, რომ თავი დაანებეთ დემაგოგიას და რეალური მიზეზი თქვით, რატომ ახანგრძლივებთ აღნიშნულ კანონპროექტის მოქმედებას, კერძოდ, რატომ თიშავთ პარლამენტს აქტიური ქმედებებიდან კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში? ნება იბოძეთ და მოგვახსენეთ, რა რეგულაციები მიიღო მთავრობამ და რაში გამოიყენა ეს კანონი 22 მაისიდან დღემდე,“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება. ცნობისთვის, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, მთავრობას ეს უფლება 2020 წლის 15 ივლისამდე აქვს მინიჭებული.

იხილეთ ვიდეო:"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა