ეკა ბესელია დიმიტრი ხუნდაძეს - უვადოდ ხომ არ გავაუქმოთ პარლამენტი? საერთოდ პარლამენტს ხომ არ ჩამოვართვათ უფლება, აკონტროლოს მთავრობა?!

უვადოდ ხომ არ გავაუქმოთ პარლამენტი?! საერთოდ პარლამენტს ხომ არ ჩამოვართვათ უფლება, აკონტროლოსმთავრობა ?! და საპარლამენტო ქვეყანაც, ეტყობა, არ მოგწონთ, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დიმიტრი ხუნდაძეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე. სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.

ეკა ბესელიას განცხადებით, ყველამ, ვისაც კი წარმოდგენა აქვს რა წერია კონსტიტუციაში, აღნიშნა, რომ ეს კანონი მასთან წინააღმდეგობაში მოდის.

„ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის თემა, ეს არის კანონის კონსტიტუციურობის საკითხი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნეთ, რომ არ არის ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, თქვენს გარდა, ამ ქვეყანაში ყველამ თქვა, ვისაც კი წარმოდგენა აქვს, რა წერია კონსტიტუციაში, რომ ეს კონსტიტუციის საწინააღმდეგოა და ამიტომ, უმრავლესობა დათანხმდით, რომ 15 ივლისი ჩაწერილიყო, ეს იყო კომპრომისული ვერსია და მაინტერესებს პირველი იანვრის მერე ეს თეორიული საფრთხეები აღარ იარსებებს ? ეს საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პარლამენტი ასეთ შეზღუდვებზე კონტროლს უწესებს მთავრობას. ამ პარლამენტში არავინ არ არის, ვინც ჯანდაცვის შესახებ კანონი წაიკითხა ? ვინ გითხრათ, რომ საზღვრები არ კონტროლდება ამ ცვლილებების გარეშე. რას გვეუბნებით პარლამენტის წევრებს, რომ თუ ეს კანონი არ მივიღეთ, საზღვარი არ კონტროლდება? თუ სპეციალური სერვისცენტრების მომსახურება არ შეიძლება და სერვისის მიწოდება? წამიკითხეთ კანონში ის ნორმა, რომელიც, თუ ეს ცვლილება არ იქნება მიღებული, შესაძლებლობას არ აძლევს მთავრობას დაიცვას მოქალაქე თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საფრთხის ქვეშ. მოქალაქეები საკუთარ თავს თვითონ ძალიან კარგად იცავენ, ექიმები ძალიან კარგად მუშაობენ. პარლამენტის წევრები რომ პარლამენტს აკნინებთ ამ ინიციატივით და აძლევთ ასეთ უფლებას მთავრობას, ეს არ არის ამ პანდემიის თემა, ეს არ არის ამ პრობლემასთან დაკავშირებული საკითხი, იმიტომ, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვირუსი იქნება თუ არ იქნება, ეს ვალდებულება სახლმწიფოს გააჩნია, მაგრამ რას გეუბნებათ იცით კონსტიტუცია?- საკუთრების უფლებას რომ შეზღუდავ მასიურად, გადაადგილებას, შეკრებას, გამოხატვის თავისუფლებას, პარლამენტში მიდი და პარლამენტს ნებართვა ჰკითხეო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა