დიმიტრი ხუნდაძე ლელა ქებურიას - იგივე კითხვა პრემიერსაც დაუსვით და ეტყობა, ფურცელი ჯიბეში დაგრჩათ

თქვენ, რომელიც საწამლავით დარბოდით ამ პარლამენტში, გგონიათ, რომ ეგ უკეთესი როლია, ვიდრე ჩემ მიერ ტრიბუნიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება? - ამ სიტყვებით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს პარლამენტის სხდომაზე მიმართა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

ლელა ქებურიამ ხუნდაძეს შეახსენა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, სკოლების დიდ ნაწილში სასმელი წყლისა და საპირფარეშოებში ჰიგიენის პრობლემაა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰკითხა, რამდენ სკოლაში გამოსწორდა ეს მდგომარეობა.

„თქვენ, რომელიც საწამლავით დარბოდით ამ პარლამენტში, გგონიათ, რომ ეგ უკეთესი როლია, ვიდრე ჩემ მიერ ტრიბუნიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება? არამგონია. თან მახსოვს, ეს კითხვა პრემიერსაც დაუსვით და ეტყობა, ფურცელი ჯიბეში დაგრჩათ მაშინდელის შემდეგ და სხვა კითხვა არ გაქვთ,“ - უპასუხა ხუნდაძემ ლელა ქებურიას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს