გიორგი ვაშაძე - მივმართავ გახარიას და მთავრობას: ნუ ხართ ფუქსავატობით დაკავებული!

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ტურისტულ სექტორს დაეხმაროს. როგორც ის აღნიშნავს, დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას საზღვრები კოვიდპასპორტისა და ეპიდუსაფრთხოების სტანდარტებით.

"მივმართავ გახარიას და მთავრობას: ნუ ხართ ფუქსავატობით დაკავებული, საქმეს მიხედეთ! თქვენ კომპანიებს, ნუ კი ასუბსიდირებთ, არამედ დაეხმარეთ ტურისტულ სექტორს. არ შეიძლება ერთადერთი სექტორი, რომელიც შემოსავალს აძლევდა ქვეყანას და ასაქმებდა ხალხს, დღეს განულებული იყოს.

იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, საჭიროა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება: დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას საზღვრები კოვიდ პასპორტისა და ეპიდუსაფრთხოების სტანდარტებით. ერთი წლით უნდა გაყინოს ყველა სესხი ტურისტული სექტორის და უნდა მივეხმაროთ მას, რომ შემოსავალმა ისევ წამოიწიოს", -აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა