ნათია თურნავა - არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში ისე, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ აქამდე არსებული პოზიტიური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შენარჩუნდეს და ამისთვის ხელისუფლებას ბერკეტები გვქონდეს.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში ისე, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესდეს.

„ძალიან უსამართლოა ოპოზიციის მხრიდან მთავრობის კრიტიკა ჩვენი ანტიპანდემიური ღონისძიებების გამო, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო არის პირველი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში. რაც კი რამე ცვლილება შედის კანონმდებლობაში და მათ შორის, ეს კანონპროექტიც, გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ როგორც აქამდე გვაქვს შენარჩუნებული დადებითი, პოზიტიური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, როგორც აქამდე ვზრუნავდით ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ამის ბერკეტები გვქონდეს. სხვა არაფრისთვის იქნება გამოყენებული. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები. არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად დემოკრატიულ ვითარებაში. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებიც არის ერთ-ერთი დასტური, რომ ჩვენ ვართ ამ გამოწვევის ერთგული, რომ არჩევნები უნდა ჩავატაროთ აბსოლუტურად დემოკრატიულ გარემოში და ასევე, ეპიდემიოლოგიური გაუარესება არ უნდა მოხდეს“,- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს გამარტივებული წესით იხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სესიაზე, კენჭისყრისას საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში, მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს