დავით ჭიჭინაძე - ისეთ უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ, კორონა კი არა, შიმშილით დაიხოცებიან ადამიანები

„რად გვინდა ეს გადავადებები, თუ ადამიანები კორონავირუსით კი არა, შიმშილით დაიხოცებიან!“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარმოადგინა.

ცვლილებების თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.

„ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოჰყვა საკმაოდ მძიმე შედეგები ეკონომიკაში, რომელსაც „ოცნების“ მთავრობა არ ითვალისწინებს. ამ გადავადებებით კი, მართლაც უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ, რადგან პრემიერმა გახარიამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ მისი განცხადება, რომელიც პარლამენტის ამ მაღალი ტრიბუნიდან ორჯერ გააკეთა, ადამიანებისთვის გარანტი გამხდარიყო და ბანკებს და მიკროსაფინანსოებს მართლა პროცენტის დარიცხვის გარეშე გადაევადებინათ შემოსავლების გარეშე დარჩენილებისთვის სესხები“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მან დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა, რომ პარლამენტმა ადამიანების მდგომარეობა გაითვალისწინოს.

„იქნებ პარლამენტმა მაინც გაითვალისწინოს ადამიანების მდგომარეობა და იძულების წესით მაინც მოხდეს ფორსმაჟორის ამოქმედება, თორემ ისეთ უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ, კორონა კი არა, შიმშილით დაიხოცებიან ადამიანები!“-განაცხადა ჭიჭინაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა