პრეზიდენტმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ორბელიანების სასახლეში შედგა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარების პოტენციალს, ტურიზმის სექტორში ჩართული კერძო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობებს, რადგან როგორც ცნობილია, Covid-19-ის პერიოდში განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტთან ასევე განიხილა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის მიდგომები იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისათვის, ვისთვისაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ბიზნესმოგზაურების ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ბიზნესმენები და ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში შემოსვლასა და მოგზაურობას კონკრეტული პირობით შეძლებენ.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, უკვე ეწვია საქართველოს რამდენიმე რეგიონს და საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო:პრეზიდენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა