სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ორი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„მაიორ გარუშ ჰამბარსტუმიანსა და კაპიტან ელბაქიანს სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული“, - განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა.

ცნობისათვის, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქერიმ ველიევზემ დღეს განაცხადა, რომ მძიმე ბრძოლების შედეგად აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობა და მნიშვნელოვანი ობიექტები გაანადგურეს.

იხილეთ ვიდეო:სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ორი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს, აზერბაიჯანის მხარე კი აცხადებს, რომ არმიის გენერალ-მაიორი და პოლკოვნიკი დაიღუპნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო