დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაციით შეშფოთებულია და შუამავლობისთვის მზადაა

შეშფოთებულები ვართ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სროლებით და ორივე მხარეს მოთმინების გამოჩენისკენ მოვუწოდებთ, - ამის შესახებ კრემლის პრესსიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მხარეებს შორის შუამავლობისთვის მზადაა. „შეშფოთებულები ვართ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სროლებით და ორივე მხარეს მოთმინების გამოჩენისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების პატივისცემისკენ მოვუწოდებთ.

როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, რუსეთი, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მზადაა შუამავლობისთვის,“- განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ინტენსიურ კონტაქტზე იმყოფება აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა