უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილზე - კერძო პირის განცხადებები ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს ვერ დაანგრევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის დაბარების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კერძო პირის გამონათქვამების გამო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს.

მისივე თქმით, სააკაშვილის გარშემო ვითარება სამწუხაროა, ვინაიდან, უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს პოზიციის გახმოვანების უფლებამოსილება, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არჩევნების წინ არსებულ სიტუაციაზე.

„ყოველი მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და იქ მას ბატონი სააკაშვილის განცხადებების გამო უკმაყოფილებას უცხადებენ. დისბალანსი შემდეგშია – კერძო პირი გამოდის, ხოლო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს“,- განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინას ესმის საქართველოში შექმნილი „სენსიტიური სიტუაცია“ არჩევნების წინ და აფასებს ქართველ პარტნიორებთან მეგობრობას.

„ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობები დასტაბილურდება, რადგან კერძო პირის განცხადებები ვერ დაანგრევს ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს“, - განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მაქსიმალურად მკაფიოა, „ბატონი სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოში სიტუაციასთან დაკავშირებით თავის კომენტარებში ის არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო