დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება, თუკი შრომითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, სავალდებულო ხდება

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება, თუკი შრომითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, სავალდებულო ხდება. პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება, წერილობითი ხელშეკრულების დადება აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი „შრომის კოდექსი“ დამსაქმებელს წერილობითი ხელშეკრულების დადებას 3 თვეზე მეტ ხანს შესასრულებელი სამუშაოს შემთხვევაში ავალდებულებს.

ამასთან, „შრომის კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შინაარსს შეეხება. კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:

ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

გ) სამუშაო ადგილი;

დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;

ე) შრომის ანაზღაურება და მისი გადახდის წესი;

ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და

შვებულების მიცემის წესი;

თ) დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

ი) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი

განსხვავებულად არეგულირებენენ დასაქმებულთა შრომის პირობებს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმების საკითხებსაც არეგულირებს. პროექტის თანახმად, აკრძალულია შრომით პირობებთან დაკავშირებით არარსრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირთან შედარებით, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პირი დასაქმებულია არასრულ სამუშაო განაკვეთზე.

გარდა ამისა, დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლოს მხოლოდ იმის გამო, რომ დამსაქმებელმა უარი თქვა არასრულიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე, ან პირიქით გადასვლაზე ( გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამუშაო განაკვეთის ცვლილება შრომითი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა