რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე - რაც უფრო მეტად იაქტიურებს, მით უფრო დამაზიანებელი იქნება კრიმინალური და რადიკალური ოპოზიციისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, რაც უფრო ბევრს ილაპარაკებს მიხეილ სააკაშვილი, მით უფრო დამაზიანებელი იქნება „კრიმინალური ოპოზიციისთვის, რომელსაც მისი ნოსტალგია გააჩნია“.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება უხერხულია.

„ეს ადამიანი იმდენად დეგრადირდა, სერიოზულად მისი განცხადებების მიღება და ამაზე კომენტარების გაკეთება არის საკმაოდ უხერხული. ცხადია, მას არ გააჩნია არც იმის პოტენციალი და რესურსი, რომ რაიმე ზიანი მიაყენოს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს, უბრალოდ ერთი არის ფაქტი, რასაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ეს ადამიანი და რაც უფრო მეტად იაქტიურებს, მით უფრო დამაზიანებელი იქნება იმ კრიმინალური და რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელსაც მისი ნოსტალგია გააჩნია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციური ერთობა „ძალა ერთობაშია“ შეიძლება დაიშალოს, მისი თქმით, ამას „არც მათთვის და არც საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო