ეკა ბესელიამ რომან კაკულიას კომიტეტის სხდომის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, რეგლამენტი დაირღვა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეს კომიტეტის სხდომის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, რეგლამენტის უხეში დარღვევაა, რომ პლენარული სხდომის პარალელურად კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

„იცით, რომ ახლა პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშის მოსმენაა და ძალიან უხერხულია და თქვენგან ნამდვილად ძალიან მიკვირს რეგლამენტის ასეთი უხეში დარღვევა. იცით, რომ არ შეიძლება, როგორც არ უნდა გვეჩქარებოდეს, როდესაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, გთხოვთ, შეწყვიტოთ სხდომა, როდესაც პლენარული სხდომა დამთავრდება, რეგლამენტის წესების დაცვით განიხილეთ შემდეგ კომიტეტზე ეს იქნება ღამით, თუ ეს იქნება დილას. ეს არ შეიძლება ახლა რაც აქ ხდება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაზეც, კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ რეგლამენტს არ დაარღვევს და საკითხის გასარკვევად შესვენება გამოაცხადა.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს უსმენენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს