სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაიღუპა კიდევ ორი სამხედრო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან სროლების შედეგად, კიდევ ორი სამხედროს გარდაცვალების შესახებ იუწყება. ამ დროისთვის, სომხეთის არმიას ოთხი დაღუპული ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„აზერბაიჯანის მხრიდან, სროლების შედეგად, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთზე სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს უმცროსმა სერჟანტებმა სმბათ გაბრიელიანმა და გრიშა მატევოსიანმა“ , - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია მაიორ გარუშ ამბარცუმიანისა და კაპიტან სოსა ელბაქიანის გარდაცვალების თაობაზე.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო შეტაკებები 12 ივლისიდან მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა