ჯეიმს აპატურაი - შეშფოთებით ვადევნებთ თვალს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს, მხარეებმა ყველა აუცილებელ ზომას უნდა მიმართონ შემდგომი ესკალაციის აღსაკვეთად

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც აპატურაი აღნიშნავს, კონფლიქტის მხარეებმა ყველა აუცილებელ ზომას უნდა მიმართონ შემდგომი ესკალაციის აღსაკვეთად.

„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს სომხეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივ საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც ხდება მძიმე შეიარაღების გამოყენება და რასაც შედეგად ადამიანების დაღუპვა მოსდევს. ჩვენ ვიმეორებთ მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეების მოწოდებებს, რომ ყველა მხარემ ყველა აუცილებელ ზომას მიმართოს შემდგომი ესკალაციის აღსაკვეთად“ , - წერს აპატურაი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარეს არის მსხვერპლი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა