აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს ინტენსიური ცეცხლი თოვუზის რაიონში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის საზღვართან მდებარე თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტების ინტენსიური დაცხრილვის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„დღეს 19:30 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს ინტენსიური ცეცხლი თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტების მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და არტილერიიდან“ , - განუცხადა სააგენტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დარგიახლიმ.

ამავდროულად, მოსკოვში სომხეთის ელჩი ვარდან ტოგანიანი აზერბაიჯან-სომხეთის შეტაკების შედეგად, სომხეთის მხრიდან გარდაცვლილებისა და 8-9 დაშავებულის შესახებ იუწყება, რომელთაგან ხუთი მშვიდობიანი მოქალაქეა.

„დღეისთვის, დავაზუსტე, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები - რვა თუ ცხრა ადამიანი. თუმცა, ვითარება იცვლება, რადგან ამ დრომდე გრძელდება სროლა, აზერბაიჯანი ნაღმმტყორცნებიდან ისვრის“ , - განაცხადა სომხეთის ელჩმა რუსეთში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო