კახა კალაძე შაქარაშვილის საქმეზე - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმე ბოლომდე მივიდეს და დამნაშავეები დაისაჯონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე, თუ არიან კონკრეტული პიროვნებები დამნაშავეები, დაისაჯოს ყველა კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა