თურქეთის თავდაცვის მინისტრი - თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ხულუსი აკარი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს სომხეთთან სამხედრო ესკალაციის ფონზე და სომხეთს აკისრებს პასუხისმგებლობას ინციდენტისთვის.

„ვგმობთ სომხური მხარის შეტევას აზერბაიჯანის თოვუზის რაიონში. თანავუგრძნობთ გარდაცვლილი აზერბაიჯანელი სამხედროების ნათესავებსა და ახლობლებს, დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ განვაგრძობთ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დახმარებას სომხეთის წინააღმდეგ, რომელიც მრავალი წელია განაგრძობს აგრესიის პოლიტიკას და უკანონოდ ახდენს აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციას“ , - განაცხადა თურქეთის მინისტრმა, რომლის კომენტარსაც სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

მისი თქმით, თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება თანახმად პრინციპისა: „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს