წიგნის - „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მოზეუმის შიდა ეზოში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი გამოცემის, „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“ პრეზენტაცია გაიმართა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ხელისუფლების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების, სასამართლო ხელისუფლებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

„წიგნში - „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“ პირველადაა თავმოყრილი სინდისისა და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე არსებული ყველა ძირითადი ქართული თუ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს, ვენეციის კომისიისა და ოსლოს კოალიციის დოკუმენტები რელიგიის თავისუფლების შესახებ; ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმეები და გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლების შესახებ; მოცემულია სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა გამოცემის მნიშვნელობას.

„რელიგიის თავისუფლების სფეროში ადამიანის უფლებების რეგულირების თაობაზე ქართული თუ თარგმნილი მასალა, ასე ერთად თავმოყრილი, პირველად გამოიცა და ის ნათლად მიანიშნებს ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის, ქართული სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ. სხვათა შორის, გამოცემაში მოყვანილი ცხრილი - სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით - იმის დასტურია, რომ საქართველოს რელიგიური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია“,- განაცხადა მან.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვებით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა ავთანდილ დემეტრაშვილმა რომლებმაც ხაზი გაუსვეს პუბლიკაციის მნიშვნელობას და რელიგიის სააგენტოს წვლილს სინდისისა და რელიგიის თავისუფლების სფეროში არსებული საკანონმდებლო აქტების პოპულარიზების საქმეში.

უწყების ცნობით, პრეზენტაციის მონაწილეებს წიგნი საჩუქრად გადაეცათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა