ირანის საგარეო უწყების ინფორმაციით, ქვეყანა მზადაა, აზერბაიჯანსა და სომხეთს პრობლემის გადაწყვეტაში დაეხმაროს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან - ზოგრაბ მნაცაკანიანთან და ელმარ მამედიაროვთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ესკალაციის შესახებ ისაუბრეს.

მინისტრმა მზადყოფნის შესახებ განაცხადა, დაეხმაროს ირანი ქვეყნებს წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებაში.

„აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების შეტაკებების შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცალკეული სატელეფონო საუბრების დროს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამოთქვა ირანის მხრიდან მზადყოფნის შესახებ, ხელი შეუწყოს დაძაბულობის დასრულებას და მოუწოდა, მხარეებს თავშეკავებისკენ. ურჩია მათ, დაიწყონ მოლაპარეკება წინააღმდეგობის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად“ , - ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა