შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალები გადაეცა, რაც ამ ეტაპისთვის არის მოძიებული

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, საქმის მასალები გადაეცათ.

მისი თქმით, საქმის მასალების მოცულობა ამ ეტაპისთვის 18 ტომს შეადგენს.

„მასალები გადმოგვეცა. ახლა, ვნახავ ყველაფერს, ვნახავთ, რა არის. საქმის მასალები, რაც მოიძიეს ამ ეტაპისთვის, ის გადმოგვცეს. იყვნენ სხვა ადვოკატებიც, უბრალოდ, ერთ-ერთი პირველები ჩვენ მივედით, იმიტომ რომ განცხადება გვქონდა დაწერილი. საქმის მასალები 18 ტომია ამ ეტაპისთვის“, - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა