ლევან კობერიძე - ერთი კვირაა მომძლავრებულია სასწრაფოდ განსახილველი საკითხები, ტენდენციაა ფაქტობრივად, რომ სახელმწიფოს მეტი ჩარევა ჰქონდეს საკუთრების უფლებასთან მიმართებაში

ბოლო ერთი კვირაა მომძლავრებულია ძალიან სასწრაფოდ განსახილველი საკითხები, რომლის ტენდენცია არის ფაქტობრივად ის, რომ სახელმწიფოს მეტი ჩარევა ჰქონდეს საკუთრების უფლებასთან მიმართებაში, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

კობერიძის განცხადებით, პირველი შემთხვევაა, როდესაც კანონპროექტის განხილვა გვიან მიმდინარეობს.

„ოთხი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კომიტეტი 21:30 საათზე დაიწყო, ეტყობა ძალიან სერიოზული დავალებაა, მე ეს განცდა დამრჩა. რა პრობლემები არ გვქონია, ჯანდაცვის სფეროზე გადამკვდრები ვიყავით, 520-ე დადგენილებაზე შეხვედრებს ვიხვეწებოდით, ნებისმიერ სხვა თემაზე კიდევ და სანთლით ვერ იპოვიდი ვერც პასუხის გამცემს და ვერც სამინისტროს წარმომადგენელს. ეტყობა რაღაც ძალიან სერიოზული ხდება“,- განაცხადა კობერიძემ.

მან ასევე კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „გაუარესებულ საინვესტიციო გარემოს ვიღებთ“.

„მიზნები რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს, ჩვენ ვიღებთ უფრო გაუარესებულ საინვესტიციო გარემოს და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს ასე არ არის. ეს არის რეგულირების დარგები, მაგრამ არა იმისთვის, რომ ისეთი რეგულაციები მიიღოთ, რომ თქვენ სასამართლოების გარეშე შეგეძლოთ საკუთრების უფლების ხელყოფა“, - განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ-ი) მიმართვის საფუძველზე პარლამენტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, სემეკ-ი უფლებამოსილი ხდება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)