დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში დარჩენის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა გეგმაზე, რომლის თანახმადაც, იმ სასწავლო დაწესებულებების უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ, აშშ-ში ყოფნის უფლება აღარ ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მილიონზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ბევრი სასწავლო დაწესებულება უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილ სწავლის საფასურისგან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლების მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, ქვეყანაში დარჩენის უფლება აღარ ექნებოდათ. აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების დეპარტამენტის განმარტებით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ წესს არ დაიცავდნენ, დეპორტაცია დაემუქრებოდათ. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რადენიმე სასწავლო დაწესებულებამ, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტმა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT), დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება