დავით ჭიჭინაძე - ივანიშვილმა ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი გამოავლინა

ილუზორულ სამყაროში გამოკეტილმა კობახიძემ „გაგვახარა“, საარჩევნოდ თამამი დაპირებები გვექნებაო, მაგრამ სითამამეს წინ რა უდგას, შესრულებაა მთავარი. ან რა უნდა გვითხრას „ქართულმა ოცნებამ“ ახალი რომ პანდემია დაამარცხეს? პანდემიასთან ერთად ქვეყანა დაამარცხეს, აბსოლუტურად გააღატაკეს ხალხი! - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან არცერთი დაპირება არ შეუსრულებია და თუ პოლიტიკურ ძალას არ შესწევს დაპირებების შესრულების უნარი, „მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის“.

„ოცნება“, თავისი ხელმძღვანელით, ერთი დიდი უპირო ორგანიზაცია გახდა. 2012 წლიდან პრაქტიკულად არცერთი დაპირება არ შესრულებულა. ივანიშვილმა კი, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი გამოავლინა, როდესაც გამოაცხადა, ყველაფერი შეგისრულეთ და ამაზე კარგს ნუ ელოდებითო. მაგრამ! თუ პოლიტიკურ ძალას არ შესწევს დაპირებების შესრულების უნარი, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის!

მითუმეტეს, სათავეში მმართველ გუნდად ყოფნა აღარანაირ ლეგიტიმაციას არ ექვემდებარება. მოკლედ, პირადად მე, ვერც შემადგენლობაში ვხედავ დიდ ცვლილებებს და ვერც შინაარსობრივად. ან ვინ უნდა შემოგვთავაზონ ივანიშვილი-კობახიძის ტანდემმა ახალ სახეებად? მთელი ცხოვრება ორივე ილუზორულ სამყაროშია გამოკეტილი და თითქოს გადაბრუნებული ბინოკლით უყურებენ ადამიანებს, იმიტომ ეპატარავებათ ყველა. არადა ქვეყანას პოლიტიკოსები სჭირდება, ადამიანები, ვინც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს, ვინც ამ აბსოლუტურ განუკითხაობას შეებრძოლება, ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოსავალზე რეალურად იზრუნებს და არა მხოლოდ ტელეეთერებიდან, ვისაც რეალური ცოდნა ექნება და არა პოპულიზმზე მორგებული ე.წ. პოლიტელიტა და არა ის მონები, რომლებითაც სავსეა დღეს „ქართული ოცნება“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარს პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს