„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს განახლებულ კორპორატიულ საკურიერო სერვისს სთავაზობს

„საქართველოს ფოსტა“ განახლებულ კორპორატიულ საკურიერო სერვისს გთავაზობთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს, „საქართველოს ფოსტა“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ წარმოადგინა ელექტრონული პლატფორმა „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული სერვისი ელკომერციით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს სთავაზობს ღია პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს აწარმოოს ელკომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს „საქართველოს ფოსტა“.

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „საქართველოს ფოსტამ“ მოახდინა თავისი სერვისების სრული ადაპტაცია ელკომერციის ბიზნესის მოთხოვნებზე და ქვეყნის შიგნით ელექტრონული კომერციის ხელშეწყობის მიზნით დამატებითი მომსახურებები შექმნა „კორპორატიული საკურიერო სერვისის“ მიმართულებით, რომელიც მოიცავს ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის მიწოდების სრულ სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„კორპორატიული საკურიერო მომსახურება“ გულისხმობს „Door to door delivery“ მომსახურებას. სერვისი მორგებულია ონლაინ გაყიდვების მოთხოვნებზე, ამიტომ მოიცავს მომსახურების ისეთ პირობებს, რომელებიც არ არის გათვალისწინებული სტანდარტულ საფოსტო მიმართულებაში.

„კორპორატიული საკურიერო სერვისის“ მეშვეობით, თბილისის მასშტაბით გზავნილები ადრესატს მისამართზე ბარდება შეკვეთის დღესვე, ხოლო რეგიონების მიმართულებით მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთანავე მომხმარებელს შეუძლია შეძენილი ნივთის ღირებულება გადაიხადოს ადგილზე (Cash On Delivery) როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

აღნიშნული მომსახურება შესაძლებელია ინტეგრირებული იქნას ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეკვეთის გაფორმება განხორციელდება დისტანციურად ავტომატურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში თუ ინტეგრირების შესაძლებლობა არ არის, „საქართველოს ფოსტა“ თავად უზრუნველყოფს სამუშაო ვებფორმატს, რომლის მეშვეობითაც ბიზნესის მხრიდან მოხდება გზავნილების რეგისტრაცია. სერვისი საშუალებას იძლევა ონლაინ აკონტროლოთ თითოეული გზავნილის მდებარეობა და მათი ჩაბარება. ყოველი შეკვეთის რეგისტრაციისთანავე მომხმარებელი იღებს შეტყობინებას მისი გზავნილის მიწოდების ვადის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ მომსახურების ანალოგი დღეს ქართულ ბაზარზე არ არსებობს.

„საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს „საქართველოს ფოსტა“ 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოახდინოს გზავნილის სწრაფი მიწოდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს