„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა დღეს სასამართლოში ჩვენებას მიცემს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.
გიორგი რურუას საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა, დასრულებულია მტკიცებულებების გამოკვლევა.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.
გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.