რომან გოცირიძე - "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპრპოექტი უკან უნდა გაიწვიონ

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპრპოექტი უკან უნდა გაიწვიონ.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ცვლილებების პროექტში "მახინჯი იდეები" კვლავ რჩება.

"ის, რომ სასამართლოს ნებართვის გარეშე ვერ შევა სპეციალური მმართველი, სჯობს იმას, რაც იყო აქამდე, მაგრამ ეს არავითარი კომპრომისი არ არის. რჩება ყველა მახინჯი იდეა, რაც იყო ჩადებული და ეს ინვესტიციებს ამ დარგში სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. კანონპროექტი ძალიან დიდ ბერკეტებს აძლევს ხელისუფლებას ჩაერიოს ბიზნესსაქმიანობაში, საკუთრების უფლებაში. დროებითი მმართველის დანიშვნის პირობებში მას შეუძლია მთლიანად გაანადგუროს კომპანია. ძალიან ცუდი ინიციატივაა და ეს უნდა გაიწვიონ,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით კენჭს დღეს უყრიან.

ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა