კახა კალაძე - მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტრანსპორტის მოწესრიგება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭონ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად, საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭონ უპირატესობა.

კალაძის თქმით, ამას გარკვეული დრო და თანხები სჭირდება, თუმცა პროცესი უკვე დაწყებულია.

„მნიშვნელოვანი გამოწვევა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამისთვის უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, დავიწყეთ ახალი ავტობუსების შემოყვანა, ყვითელი ავტობუსების პარკის მთლიანი განახლება და ჩანაცვლება ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ასევე დავიწყეთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების შემოყვანა და მეტროსადგურების განახლება. ამას რა თქმა უნდა, გარკვეული დრო და თანხები დასჭირდება, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ნაბიჯები გადადგმულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ზონალურ-საათობრივი პარკირების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საპილოტე პროექტმა კოტე აფხაზის და ორბელიანის ქუჩებზე გაამართლა და ახლა საჭიროა განისაზღვროს თბილისის სხვა რაიონები, სადაც დაინეგრება იგივე პარკირების სისტემა.

"მინდა შევეხო ასევე ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ასევე სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია და ეს არის ზონალურ-საათობრივი პარკირება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს განხორციელებუილი პროექტები. საპილოტე პროექტები დავარქვით, კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც დაინეგრა ზონალურ-საათობრივი პარკირება და მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული გამოდგა ეს პროექტი და ჩვენ გვინდა, რომ უკვე შემდეგი ეტაპები განვახორციელოთ. საჭიროა შემდეგი ქუჩები და რაიონები განისაზღვროს თუ სად განხორციელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების დაგეგმვა“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა