ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში მეორე მოსმენისთვის ცვლილებები შევა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში მეორე მოსმენისთვის ცვლილებები შევა. კერძოდ, მეზურნიშვილის განცხადებით, მარეგულირებლისთვის 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვის შეტყობინების ვალდებულება ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეეხება.

როგორც მეზურნიშვილმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე შეთანხმდნენ.

"მოხდა კონსენსუსის მიღწევა, რადგან ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებს არ შეეხება ეს ნორმა, რომელიც გასხვისების შეტყობინებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განჭვრეტადი გახდა ძალიან ბევრი ნორმა, რაც იყო ბუნდოვანი. შემოვიდა უფრო მეტი სიცხადე და მრავალსაათიანი დისკუსიის შედეგად, კონსენსუსს მივაღწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი აისახოს მოსმენაზე პროექტის ტექსტში",- განაცხადა მეზურნიშვილმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ-ი) უფლებამოსილი ხდება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს.

კანონპროექტის თანახმად, თუკი გამანაწილებელი კომპანია წილის/აქციების ხუთი ან ხუთზე მეტი პროცენტის გასხვისებას გადაწყვეტს, ის ვალდებული იქნება, რომ ამის თაობაზე სემეკ-ს წინასწარ აცნობოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო