რომან გოცირიძე - ივანიშვილი პარლამენტში კომფორტს ვერ იგრძნობს, მაშინ დარბაზი უნდა გაიყოს შუაში და ერთი ფლიგელი დაეთმოს მას, სადაც დაცვის 100 წევრი დაჯდება

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ის, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის სათავეში იყოს, წარმოუდგენელია.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში კომფორტს ვერ იგრძნობს, რადგან “უმრავლესობა სხვა პარტიებს ექნებათ”.

“მაშინ პარლამენტის დარბაზი უნდა გაიყოს შუაში. ერთი ფლიგელი უნდა დაეთმოს ბიძინა ივანიშვილს და შეიარაღებული დაცვის 100 წევრი უნდა იჯდეს, იმიტომ, რომ არ მგონია, რომ პარლამენტში მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს. მეორე მხარეს სხვა დეპუტატები იქნებიან, მაგრამ ამ კომფორტს იგი ვერ იგრძნობს, რადგან უმრავლესობა გვექნება სხვა პარტიებს, ანუ ხელისუფლება შეიცვლება. მას ამ დარბაზში, თუნდაც ის კომფორტული პირობები არ ექნება, რაც შეიძლება შექმნოდა დღეს “ქართული ოცნების” უმრავლესობის დროს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა