რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური გაერთიანებიდან გასვლას არ აპირებს, თუ ცალკეულ პარტიებს უნდათ გასვლა, პრობლემა არ არის

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გაერთიანებიდან “ნაციონალური მოძრაობა” გასვლას არ აპირებს.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სხვა პარტიებს სურთ ალიანსიდან გასვლა, პრობლემა არ არის.

“ნაციონალური მოძრაობა” არის “ძალა ერთობაშიას” ლიდერი და რეალურად მისი დაფუძნების მთავარი შემოქმედი. არსად “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს გასვლას. “ძალა ერთობაშია” იქნება იმ ფორმატში, როგორიც არის. პირიქით - კიდევ უფრო გაფართოვდება. შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და ცალკეული პირები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგს. ხოლო თუ ცალკეულ პარტიას გასვლა უნდა, ესეც არ არის პრობლემა. პოლიტიკური ცხოვრება ყოველთვის არის მობილური და როგორც დიდი შოთა რუსთაველი იტყოდა: “იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა”. შეუძლებელია “ძალა ერთობაშია” წარმოვიდგინოთ “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე. “ძალა ერთობაშია” არ დაიშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ამ ძალიან კარგი და საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, წარმატებული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი. ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, თუ ვინმეს უნდა, ალიანსის დატოვება, ამას პრობლემად არ განვიხილავთ. თუმცა, სასურველია, სრული შემადგენლობოთ შენარჩუნება. ასე რომ გაფართოვდება, შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და შესაძლებელია სხვა პირებიც”,- განაცხადა გოცირიძემ.

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში