სალომე ზურაბიშვილი - საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი

ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს, ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა ჩამოვიდნენ არამხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, ვლაქენობის დღესასწაულზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ზუგდიდი და მცხეთა არის ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა დაათვალიეროს და მოილოცოს.

,,მინდა საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული - ვლაქენობა, ეს არის უდიდესი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის. ზუგდიდი და მცხეთა არის ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა დაათვალიეროს და მოილოცოს. მე ვუსურვებდი ყველას ერთხელ მაინც დაესწრონ ვლაქენობას და ინახულონ ღვთისმშობლის კვართი, ეს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან. ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს, ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა ჩამოვიდნენ არამხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც. საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი, ამაზე უნდა იმუშაოს ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ და ჩემი ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა