არჩილ თალაკვაძე „ევროპულ საქართველოს“ - როგორ ხდება, რომ ბიუროს ყველა სხდომაზე წერილი შემოგაქვთ, თითქოს სხდომას არ ესწრებით და შემდეგ სხდომებს ესწრებით?

როგორ ხდება ეს, რომ ბიუროს ყველა სხდომაზე წერილი შემოგაქვთ, თითქოს სხდომას არ ესწრებით და შემდეგ სხდომებს ესწრებით? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგი წერეთელს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

არჩილ თალაკვაძემ წერეთელს თხოვა განემარტა, რატომ გზავნის მათი ფრაქციის აპარატი წერილს არდასწრებასთან დაკავშირებით, თუ შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრები ესწრებიან განხილვებს.

„ევროპული საქართველოს“ მომართვა გვაქვს სხდომებთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის გაუგებარია. ყოველ ბიუროზე შემოდის ეს წერილები და შემდეგ ყველა სხდომას ესწრებით. ბატონო გიგი, იქნებ აგვიხსნათ, როგორ ხდება ეს, რომ ყოველ ბიუროზე წერილი შემოგაქვთ, რომ სხდომას არ ესწრებით და შემდეგ სხდომებს ესწრებით. ავტომატურად ხომ არ შემოაქვს ეს თქვენი ფრაქციის აპარატს?,“-განაცხადა თალაკვაძემ.

თავის მხრივ, აღნიშნულზე გიგი წერეთელმა განმარტა, რომ ფრაქცია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ესწრება.

„რეგლამენტითაა განსაზღვრული, რომ როცა იწყება სხდომები, დასტურდება, ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი რა რეჟიმშია. ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, რომლებიც ეხება პანდემიას თუ სხვა ეკონომიკურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, დავესწრებით“, - აღნიშნა წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს