სახალხო დამცველის მოადგილის განცხადებით, პროკურატურისგან შაქარაშვილის საქმის მასალების გადაცემას ელოდებიან, რის შემდეგაც მის შესწავლას დაიწყებენ

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისინი პროკურატურისგან საქმის მასალების გაცნობას ელიან, რის შემდეგაც ომბუდსმენი საქმის სიღრმისეულ შესწავლას დაიწყებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ამ ეტაპზე გარკვეული ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი.

"გუშინ მივმართეთ ამასთან დაკავშირებით პროკურატურას. გვქონდა მათ შორის არაფორმალური კომუნიკაციაც პროკურატურასთან ველოდებით ტექნიკური საკითხების შეთანხმებას და უახლოეს დღეებში დავიწყებთ უშუალოდ საქმის შესწავლას. ჩვენ ოფიციალურად წერილი გავაგზავნეთ. მათ მიერ საჯაროდ გაჟღერდა, რომ ისინი მზად არიან საქმის მასალები გაგვაცნონ. გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით ტელეფონზე შედგა საუბარი და ბუნებრივია, ველოდებით დამატებით საკითხებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო