კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 13 300-მდე ინსპექტირება განხორციელდა

კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 13 300-მდე ინსპექტირება განხორციელდა. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, მოხდა თუ არა სახელმწიფო უწყებების შემოწმება და ხომ არ გამოყენებულა მათ მიმართ ფულადი სანქცია, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ ზედამხედველობა ხორციელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო უწყებებში, თუმცა პრიორიტეტები ამ შემთხვევაში არის ისეთი ტიპის ადგილები, სადაც ერთ სივრცეში ბევრი ადამიანია.

„ჩვენ ვახორციელებთ გეგმურ მონიტორინგს. ჯამში, 13 300-ზე მეტი ობიექტია შემოწმებული ამ პერიოდის განმავლობაში. ინსპექტირების პროცესი მოიცავს, როგორც სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმებას, ასევე გეგმურ მონიტორინგს, თუ როგორ ხორციელდება სამუშაო პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროტოკოლი. ბუნებრივია, სანქციები არის გამოყენებული იმ შემთხვევებში, თუ ფუნდამენტურად არის დარღვეული ის პრინციპები, რაზეც დგას კოვიდ 19-ის რეკომენდაციები. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესს, რომ ჩვენ ერთად დავიცვათ უსაფრთხო პროტოკოლები.

ბუნებრივია, ზედამხედველობას ვახორციელებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც საჯარო, ასევე კერძო უწყებაზე, მაგრამ პრიორიტეტები ამ შემთხვევაში არის ისეთი ტიპის ადგილები, სადაც ბევრი უცხო ადამიანი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. რისკის შეფასების საფუძველზე ვაგრძელებთ ინსპექტირებას და ეტაპობრივად შემოწმებული იქნება ყველა ობიექტი“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო